Lyn Coffin and Nina Ckonia -Tbilisi, Georgia 2017

Organizer:  Lyn Coffin and Nina Ckonia

Contact:   lyn_coffin@msn.com

100 000 პოეტი ცვლილებებისთვის:

პროექტს საფუძველი ჩაეყარა ამერიკაში. მისი ძირითადი არსია – უკეთესი მსოფლიო ყველასათვის. იგი აერთიანებს სხვადასხვა ეროვნების პოეტებსა და სხვა ხელოვანებს მშვიდობის, სამართლიანობის, არსებობისა და განვითარებისთვის. პროექტი უნიკალურია, ვინაიდან დათქმულ დროს მის ფარგლებში ღონისძიებები მიმდინარეობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ეს უაღრესად აძლიერებს სოლიდარობის შეგრძნებას. ხელოვანები ადგილობრივად წარმოგვიდგენენ თავიანთ შემოქმედებას, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ საჭირბოროტო საკითხებსა და აუცილებელ ცვლილებებზე.


კალიფორნიაში არსებული სტენფორდის უნივერსიტეტი აღნიშნულ პროექტს მიიჩნევს ისტორიული მნიშვნელობის მქონედ, ყველაზე დიდი მასშტაბის ღონისძიებად პოეზიის დარგში და ქმნის მის არქივს სპეციალურ ციფრულ პროგრამაში.


უკვე მესამე წელია, ქართველი არტისტები უერთდებიან დანარჩენი მსოფლიოს ხელოვანებს საკეთილდღეო ცვლილებების მხარდასაჭერად. აღნიშნული პროექტის ფარგლებში. 3 ოქტომბერს ჩვენს ქვეყანაშიც პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები განსაკუთრებულ ატმოსფეროს შეგვიქმნიან, საკუთარ ნამუშევრებში დაგვანახებენ პრობლემებს, პიროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ჭრილში, და შეძლებისდაგვარად შეეცდებიან, მოძებნონ მათი გადაჭრის გზები. შემუშავდება ადგილობრივი ღონისძიების ფოტო-ვიდეო მასალა. სათანადო დოკუმენტაცია გავრცელდება საერთაშორისო პროექტის ოფიციალურ გვერდზე, საიდანაც შესაბამისად მოხვდება არქივში.


ქართველ ხელოვანთა ძალისხმევით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება სასიკეთო ცვლილებებისკენ. ამგვარი ღონისძიება ხომ თავისთავად უკვე პოზიტიური სიახლეა, მითუმეტეს, რომ ცნობილებთან ერთად დამწყებ ან ჩრდილში მყოფ ხელოვანებს მიეცემათ საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის შესაძლებლობა.
პიროვნულიდან საკაცობრიო ცვლილებებამდე:


შეცვალე საკუთარი და სხვისი სამყარო!

100 000 Poets for Change (Tbilisi, Georgia):

For the third year, Georgian artists will be part of this global event. On October 3, 6:30 in the evening, at Tbilisi’s Writer’s House, poets, artists, and musicians will come together to create an artistic happening in our country. We will show the problems we face in our personal and public histories, and try to find ways to solve them. We will then develop photo-video material of the local event. The relevant documentation will be displayed on the official website of the global project, from which Stanford University will archive events in a special digital program.

Georgian poets and artists will thus take another step toward positive change. We invite you to an energizing and creative gathering: we invite you to come and change your world and the world at large!

Photo of Nina Ckonia and Lyn Coffin

 

 

 

This entry was posted in Tbilisi. Bookmark the permalink.

2 Responses to Lyn Coffin and Nina Ckonia -Tbilisi, Georgia 2017

  1. Nino Chkonia says:

    Great, lyn, thank you!

  2. Nino Chkonia says:

    Thank you!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *